воскресенье, 1 октября 2017 г.

გაკვეთილის გეგმა- n-ური ხარისხის ფესვი



გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი: თამილა დვალი
საგანი: მათემატიკა
კლასი  IX
თემა: n-ური ხარისხის ფესვი
დრო: 45წუთი
მოსწავლეთა რაოდენობა
21     (სსმმ არ გვყავს)
გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლემ შეძლოს n-ური ხარისხის ფესვის განმარტების საფუძველზე იპოვოს ფესვის მნიშვნელობა, როგორც ლუწი n -სათვის ასევე კენტისათვის.
მოსალოდნელი შედეგები:
 
  1. მოსწავლემ შეძლო n-ური ხარისხის ფესვის განმარტების საფუძველზე იპოვოს ფესვის მნიშვნელობა, როგორც ლუწი n -სათვის ასევე კენტისათვის.
2 ) მოსწავლემ შეძლო n-ური ხარისხის ფესვის განმარტების საფუძველზე იპოვოს ფესვის მნიშვნელობა, როგორც ლუწი n -სათვის ასევე კენტისათვის.
წინარე ცოდნა
კვადრატული ფესვი , კუბური ფესვი , არითმეტიკული კვადრატული ფესვი n რიცხვიდან .
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
  
IX-3 მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება და მათი შედეგების შეფასება.
   მოსწავლე ახდენს რიცხვიდან n-ური ხარისხის ფესვის ამოღებასა და რიცხვის კვადრატში, კუბში, მეოთხე და ა.შ. აყვანის ოპერაციების თვისებების დემონსტრირებას.

შეფასების რუბრიკა
   მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების შეფასების რუბრიკა საშუალებით.
მოსწავლეების წინაშე დავსვამ ამოცანას, რომ თვითონ განმარტონ ლუწი რიგის ფესვის ცნება, ისევე როგორც კვადრატული ფესვის შემთხვევაში. ასევე განმარტონ ზოგადად კენტი რიგის ფესვი, ისევე როგორც კუბური.  მოსწავლეებს ვთხოვ მოიყვანონ სათანადო მაგალითები, და პასუხი გასცენ ჩემს მიერ დასმულ კითხვებს, რომლებიც გათვლილია განმავითარებელ შეფასებაზე.
ასეთი მიდგომა მოსწავლეებს უვითარებს სააზროვნო უნარებს--ცოდნა, გაგება, გამოყენება. შემდგომ ეტაპზე, როცა გამოყენებული იქნება რესურსი „ლოტო-ბარათებით“ ამ შემთხვევაში მოსწავლეთა ორიენტირება გადატანილი იქნება მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე.
 სასწავლო მასალა და რესურსები:
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, ,,ლოტო-ბარათები,,
გაკვეთილის მსვლელობა
A- ფაზა  (გამოწვევა)-8 წთ
აქტივობა#1
 კლასის ორგანიზება და დავალების ანალიზი 8წთ.(მთელ კლასთან ერთად)
აქტივობის მიზანი:
  საშინაო დავალების შემოწმება
აქტივობის აღწერა:
 სიის ამოკითხვა, გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა,  საშინაო დავალების შემოწმება ჩამოვლით და  რამოდენიმე მოსწავლის მიერ წაკითხვით,  გაურკვეველი საკითხის არსებობის  შემთხვევაში განმარტების მიცემა.
B-ფაზა (შინაარსის რეალიზება) 32-წთ
აქტივობა#2
 ახალი მასალის ახსნა 12წთ. (მთელ კლასთან ერთად)
აქტივობის მიზანი:
 მოსწავლეებმა შეძლონ  კვადრატული და კუბური ფესვის შემდგომ ზოგადად  n-ური ხარისხის ფესვის არსის  გააზრება
 შეძლონ გაარკვიონ  რა შემთხვევაში არსებობს  ფესვი  რიცხვიდან
აქტივობის აღწერა: კითხვების საშუალებით  შევამოწმებ მოსწავლეთა წინარე ცოდნას:
    რას ეწოდება  კვადრატული ფესვი, კუბური ფესვი, არითმეტიკული კვადრატული ფესვი          a  რიცხვიდან?
მოსწავლეების წინაშე  დავსვამ  ამოცანას , რომ თვითონ შეეცადონ  განმარტონ ლუწი რიგის ფესვის ცნება, ისევე როგორც კვადრატული ფესვის შემთხვევაში,ასევე განმარტონ ზოგადად კენტი რიგის ფესვი, ისევე როგორც კუბური.
 განვიხილავთ რამოდენიმე სათანადო მაგალითს, დავადგენთ რა შემთხვევაში არსებობს ან არ ასებობს  ფესვი რიცხვიდან
აქტივობა#3
ჯგუფური მუშაობა, რესურსის გამოყენება „ლოტო ბარათებით“ თავისი პრეზენტაციით 20წთ.
 აქტივობის მიზანი:
     მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა, მოსწავლეთა მოტივაციის  გაზრდა, მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება
 აქტივობის აღწერა:
       აღნიშნული თვალსაჩინოებით მუშაობა მიმდინარეობს ჯგუფებში. ჯგუფებს ურიგდება ფურცლის დაფა, რომელიც დაყოფილია პატარა უჯრებად და მასში ჩაწერილია მაგალითები. მოსწავლეები პოულობენ ფესვის მნიშვნელობას.
მოსწავლეებს ეძლევა ასევე დაჭრილი ბარათები, რომლის ერთ მხარეს წერია რიცხვი ანუ ერთ-ერთი მაგალითის პასუხი, მეორე მხარეს წინადადების ნაწილი.
მერხზე დაიდება დაფა მაგალითებით. მოსწავლეებმა უნდა იპოვონ ფესვის მნიშვნელობა და ზემოდან დაადონ პასუხები. როცა სრულიად შეივსება ყველა უჯრა ყველა ბარათი ამობრუნდება ქვევიდან ზევით. თუ ყველა ფესვი სწორად არის ნაპოვნი ამ შემთხვევაში მივიღებთ ცნობილი ადამიანების გენიალურ გამონათქვამებს მათემატიკაზე, როგორც მეცნიერებაზე. მოსწავლემ უნდა ამოიცნოს ეს ნააზრევი. ამის შემდეგ მოსწავლეები იხსენებენ სხვა ცნობილი ადამიანების გამონათქვამს მათემატიკის შესახებ და მსჯელობენ მათ შესახებ.
C-ფაზა (გამთლიანება)შ
აქტივობა #4
გაკვეთილის  შეჯამება,საშინაო დავალების  მიცემა და  მოსწავლეთა  შეფასება  5 წთ.
შეფასება:განმავითარებელი: სიტყვიერი კომენტარი.
                განმსაზღვრელი--ფესვის პოვნის უნარი,
                  აქტივობებში ჩართულობის ხარისხი, მსჯელობის დამოუკიდებლობა





Комментариев нет:

Отправить комментарий